სასწავლო დაწესებულებებში ასაფეთქებელი მოწყობილობები არ აღმოჩნდა

სასწავლო დაწესებულებებში – ილიას უნივერსიტეტში და 55 საჯარო სკოლაში ასაფეთქებელი მოწყობილობები არ აღმოჩნდა – ამის შესახებ „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს. უწყების ინფორმაციით, ობიექტებზე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები და ასაფეთქებელი მოწყობილობების არსებობა არ დასტურდება. გამნაღმველებმა შეამოწმეს ფალიაშვილზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსიც, შეტყობინება ამ შემთხვევაშიც ცრუ აღმოჩნდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, ცრუ შეტყობინებების ავტორების დასადგენად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. საქმე აღძრულია 331-ე მუხლით, რაც ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები