,,ადვოკატები ცვლილებებისათვის’’ ინიციატივით გამოდიან
,,ადვოკატები ცვლილებებისათვის’’ ადვოკატებს ელექტრონული სისტემით ვადამდელი არჩევნების ჩატარებას და ,,ადვოკატთა ასოციაციის’’ პოლიტიკური დაკვეთებისგან განთავისუფლების კონკრეტულ პროგრამას სთავაზობს. ამის შესახებ ორგანიზაცია „ადვოკატები ცვლილებებისათვის“ ხელმძღვანელმა ნიკოლოზ მჟავანაძემ და ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის’’ წევრმა ადვოკატებმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. მათი ინფორმაციით, წარმოდგენილი იქნა კონკრეტული წინადადებები, თუ რა ცვლილებები უნდა განხორციელდეს ,,ადვოკატთა ასოციაციის წესდებასა’’ და „ადვოკატთა შესახებ“ კანონში, რათა ადვოკატების მუშაობა უფრო ეფექტიანი გახდეს.
ძირითად ამოცანას ასოციაციის აპოლიტიკურ სტრუქტურად ჩამოყალიბება წარმოადგენს, რაც მის ყოველგვარი პოლიტიკური დაკვეთებისგან განთავისუფლებას გულისხმობს.
ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით: ,,ადვოკატები ცვლილებებისათვის’’ ერთ–ერთ რევოლუციურ ინიციატივად შეიძლება „ადვოკატთა ასოციაციის’’ არჩევნების თავმჯდომარის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარება შეფასდეს, მსგავსი პრეცედენტი დანერგილია შოტლანდიის, უნგრეთის, ლატვიის, აშშ–ის ადვოკატთა კოლეგიებში. სახლიდან გაუსვლელად კომპიუტერის საშუალებით შესაძლებელია არჩევნები ან ადვოკატების გამოკითხვის ჩატარება და ამით ფინანსების, დროის და ადამიანური რესურსის დაზოგვა. უკვე შეარჩეულ იქნა შესაბამისი კომპანია IT GROUP, რომელიც უზრუნველყოფს მსგავსი ტიპის არჩევნების ჩატარებას.’’
„ადვოკატები ცვლილებებისათვის“ 4000 –ზე მეტ ადვოკატს სთავაზობს თავმჯდომარის და მმართველი რგოლების ამ სახით ვადამდელი არჩევნების ჩატარებას და ასოციაციაში შემდეგი სახის ცვლილებების განხორცილებას. 1. ასოციაციის მიერ სასამართლო პრაქტიკის და თეორიის პერიოდული ანალიზის გაკეთება. 2. ელექტრონული ბაზის შექმნა წარმატებული ადვოკატების საქმეების განთავსების გზით კომენტარებითურთ. 3. 24- საათიანი „ცხელი ხაზი“ და სპეციალური მობილური ჯგუფის არსებობა ასოციაციაში, რომელიც ადვოკატთა ასოციაციის წევრის ნებისმიერი უფლების დარღვევას დააფიქსირებს დოკუმენტალურად, აუდიო თუ ვიდეო საშაშუალებით. 4. სამუშაო რეჟიმი – კვირაში 7 დღე. 5. ადვოკატების წახალისების სისტემის შექმნა. 6. ადვოკატის პროფესიის რეკლამა საზოგადოებაში მისი პოპულარობის გასაზრდელად. 7. სპეციალური ფონდი ადვოკატებისთვის სტრატეგიული და სამართლის განვითარებისთვის აუცილებელი პროცესების (დავების) საწარმოებლად. 8. ასოციაციის ეგიდით ჩატარებული ტრენინგების ხარისხის საგრძნობი გაზრდა და პრაქტიკაზე ოროინტირებული ტრენინგების ჩატარება. 9. ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტში და სხვა სახელმწიფო სტრუქტრებში. 10. ბიუჯეტის და გრანტებიდან შემოსული თანხების გამჭირვალობა. ყოველწლიურად აუდიტორული შემოწმების დასკვნის გაცნობა. 11. მნიშვნელოვან საკითხებზე გამოკითხვების ჩატარება, რათა ასოციაციის თავმჯდომარემ არ მისცეს უფლება ილაპარაკოს იმ საკითხებზე, რომელთან დაკავშირებითაც ადვოკატებს განსხვავებული პოზიცია გააჩნიათ. 12. 6 თვეში ერთხელ ადვოკატთა ასოციიაცის ხელმძღვანელის მიერ ანგარიშის წარდგენა იმ საქმეებზე, სადაც სერიოზული დარღვევბი იკვეთება ხელისუფლების მხრიდან. 13. ადვოკატთა პროფესიული დაზღვევის კუთხით მუშაბა. 14. ადვოკატთა ასოციაციის წევრთათვის 20% საშემოსავლო გადასახდის შემცირებასთან დაკავშირებით მუშაობის დაწყება 15. ასოციაციის წევრად მისაღებად ( მოსამართლეთა პროკურატურის მუშაკთა) გამოცდის ჩაბარების მოთხოვნის ამოღება და მხოლოდ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მოთხოვნის დატოვება.