ასოცირების შეთანხმებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოაწერს ხელს

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოაწერს ხელს, – ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ერთობლივი პრესკონფერენციის შემდეგ განუცხადა.
“საქართველოს მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციაზე. საქართველოს მთავრობა არის პასუხისმგებელი იმაზე, რაზეც მოილაპარაკა ევროკავშირთან. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი მოაწერს ხელს ასოცირების ხელშეკრულებას”, – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოეწერება 27 ივნისს ბრიუსელში, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობის მეთაურები შეიკრიბებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები