ევროსაბჭოს პრეზიდენტი პრემიერს – მინდა, თბილად მიგიღოთ ბრიუსელში, ხელშეკრულებაზე ხელმოსაწერად
ასოცირების ხელშეკრულება სერიოზული მოვლენაა, მაგრამ არ არის საბოლოო ეტაპი ჩვენს თანამშრომლობაში – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო საქართველოს ხელისუფლებას თბილი მიღებისთვის. ასევე, მინდა თბილად მიგიღოთ, ბატონო პრემიერო, ბრიუსელში, როდესაც შევხვდებით ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოსაწერად. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ასოცირების ხელშეკრულება არის სერიოზული მოვლენა, მაგრამ არ არის საბოლოო ეტაპი ჩვენს თანამშრომლობაში”, – აღნიშნა რომპეიმ.