პარლამენტი მოსმენების შესახებ კანონპროექტზე იმსჯელებს

პარლამენტში მიმდინარე კვირაში იმსჯელებენ ფარული მიყურადებისა და თვალთვალის შესახებ კანონპროექტზე. დეპუტატები არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო ინიციატივას პირველი მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ხვალ განიხილავენ.
საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ სადავო საკითხები აღარ არის და შეთანხმება მიღწეულია. უმცირესობაში კანონის მიღების საჭიროებაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ კანონპროექტის ახალ რედაქციას არ იცნობენ.
კამპანიის ,,ეს შენ გეხება-ისევ გვისმენენ” ფარგლებში მომზადებული კანონპროექტი ფარულ მოსმენებზე კონტროლის გამკაცრებას და საკანონმდებლო რეგულაციების შექმნას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები