„ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერა შეუქცევადს გახდის ქვეყნის ევროინტეგრაციას“

ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობას სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპეისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
“ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობას სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანს და შეუქცევად გახდის ქვეყნის ევროინტეგრაციას. ჩვენ აქტიურად ვემზადებით ასოცირების შეთანხმებისთვის და მისი განხორციელებისთვის. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ასოცირების პროცესი ძალიან შრომატევადია და ფართომასშტაბიან რეფორმებს ითვალისწინებს. ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა ამ მიმართულებით”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები