გურამ შარაძის შვილი მამის მკვლელობის ხელახალ გამოძიებას ითხოვს
გურამ შარაძის ქალიშვილი მამის მკვლელობის ხელახალ გამოძიებას და რეალური ბოროტმოქმედების დასჯას ითხოვს. რუსუდან შარაძე დღეს გენერალურ პროკურატურაში იმყოფებოდა, სადაც დაინტერესდა, თუ რა ეტაპზე იმყოფება გამოძიება ამ საქმესთან დაკავშირებით.
როგორც გარდაცვლილის შვილი აცხადებს, ბოლო 2 წლის განმავლობაში მან გურამ შარაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურას რამდენჯერმე მიმართა, თუმცა მიუხედავად მის მიერ წარმოდგენილი უამრავი ახალი გარემოებისა, პროკურატურის მხრიდან საქმის ხელახალ გამოძიებასთან დაკავშირებით დღემდე არანაირი კომენტარი არ გაკეთებულა.
რუსუდან შარაძე საგამოძიებო სტრუქტურისგან საქმის დროულად გამოძიებას და რეალური დამნაშავეების გამოვლენას მოითხოვს.