შსს-მ დღეს რუსთაველზე 9 პირი დააკავა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა.
“დაკავებულია ირაკლი ნადირაძე.
გარდა ამისა, პარლამენტის დეპუტატი ნიკანორ მელია არღვევდა წესრიგს, თუმცა ის დაკავებული არ არის.
ჭელიძის ინფორმაციით, დაკავებულია ყაზახეთის ინტერპოლის მიერ ძებნილი მოქალაქე. ასევე ქურდობისთვის ძებნილი პირია დაკავებული. ამასთან, დაკავებულია ქურდობისთვის დაკავებული და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი. სულ დაკავებულია 9 პირი.
შსს-ს განცხადებით, წესრიგის დარღვევის შემთხვევაში ყველა პირი დაკავებული იქნება.