შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს მეორე განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ალექსანდრე ყ. ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს. შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 2,25 გრ ე.წ. ბიო ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს მიეკუთვნება. გამოძიება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს. გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=koVdf25GGlU&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]