მიმდინარე წლის 5 ივნისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა რაგბის სპორტულ კლუბ “არმიას” უმასპინძლა, რომლის დამფუძნებლადაც, ამიერიდან, თავდაცვის სამინისტროს ნაცვლად, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური განისაზღვრა.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. კლუბ ”არმიას” პრეზიდენტმა, წევრებმა და ახალმა დამფუძნებლებმა, ასევე, სამომავლო გეგმებსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, თადარიგის გენერალმა, ვლადიმერ იმნაძემ, პირველმა მოადგილემ, ნიკოლოზ კვეზერელმა, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა, კობა კობალაძემ, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა და ”გენერალთა კლუბის” დამფუძნებელმა, გენერალ-ლეიტენანტმა, დავით თევზაძემ, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა, თადარიგის პოლკოვნიკმა, აკია ბარბაქაძემ, კლუბ “არმიას” პრეზიდენტმა, ირაკლი სულთანიშვილმა, გუნდის ახალმა მწვრთნელმა, ლევან ცაბაძემ, არასამთავრობო ორგანიზაცია ”ომის ვეტერანთა უფლებების დაცვის ასოციაცია – პატრიოტის” ხელმძღვანელმა, ვახტანგ მაჭავარიანმა, ომისა და სამხედრო ძალების არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა, აკაკი ვაშაკიძემ.
ყველა გამომსვლელმა ხაზგასმით აღნიშნა რაგბის მიმართ ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის განსაკუთრებული სიყვარული, რაც უპირველეს ყოვლისა, ჩვენი რაგბისტების დამსახურებაა და იმედი გამოთქვეს, რომ რაგბის მოყვარულებს, თავისი წარმატებებით, ”არმიაც” უამრავ სიხარულს მიანიჭებს.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი აბუსერიძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილეები, თადარიგის გენერალი, მირონ ჩიგოგიძე, ჯანდრი უბირია, ”გენერალთა კლუბის” აღმასრულებელი დირექტორი, გენერალ-მაიორი, თემურ ლორია და კლუბის წევრები, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ცენტრალური კავშირის თავმჯდომარე, თადარიგის გენერალ-მაიორი, თენგიზ შუბლაძე, ”ვეტერანთა საკონსულტაციო საბჭოს” წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები.