თავდაცვის უწყება გერმანიის გენერალური შტაბის უფროსს მასპინძლობს

საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალ-ინსპექტორი იმყოფება. გენერალ ებერჰარდ ცორნმა შეხვედრები თავდაცვის მინისტრთან და გენერალური შტაბის უფროსთან გამართა. დახვედრის ოფიციალური ცერემონია საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. რის შემდეგაც ორი ქვეყნის გენერალური შტაბების ხელმძღვანელებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს. განხილვის მთავარი თემები ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში მათ შორის ავღანეთში, საერთაშორისო სამშვიდო მისიაში ერთობლივი მონაწილეობის, სამხედრო განათლების, რადიაქტიულ, ქიმიურ და ბიოლოგიურ (რქბ)თანამშრომლობის საკითხები იყო.

ლევან იზორიამ ებერჰარდ ცორნს საქართველოში ვიზიტისა და გერმანიის მიერ გაწეული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრის განცხადებით, ეს ვიზიტიც ცხადყოფს, თუ რამდენად ღრმა, საფუძვლიანი და პერსპექტიულია საქართველოსა და გერმანიას შორის თავდაცვის სფეროში არსებული ურთიერთობა. ლევან იზორიამ წლების განმავლობაში საქართველოს თავდაცვის სისტემის ინსტიტუციური განვითარების პროცესში გერმანიის როლი გაიხსენა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში გერმანელების წვლილი ხაზგასმით აღნიშნა.

დღესვე, გენერალმა ებერჰარდ ცორნმა გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო.

საქართველოში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ბუნდევერის გენერალ-ინსპექტორი კრწანისში მდებარე ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსაც (JTEC) ესტუმრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები