ბესელია გვარამიას ახსენებს, რომ ფარული ჩანაწერების შენახვა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია “რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას ახსენებს, რომ უკანონოდ მოპოვებული ფარული ჩანაწერების შენახვა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა.
“რუსთავი 2″-ის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ არსებობს სხვა ფარული ჩანაწერები, სადაც არის პირადი საიდუმლოების დარღვევის ფაქტები და ეს ჩანაწერები მას აქვს. მინდა ნიკა გვარამიას უბრალოდ შევახსენო, რომ არ შეიძლება ვინმე ფლობდეს უკანონო ჩანაწერებს. ეს ისეთივე დასჯადი ქმედებაა, როგორც ჩანაწერების უკანონოდ განხორციელება, მისი რეალიზაცია და გასაჯაროება. ეს ქმედება სისხლის სამართლის კოდექსით არის დასჯადი”, – განაცხადა ბესელიამ.
ბესელია გვარამიას იმასაც ახსენებს, რომ უკვე ამოწურულია შს სამინისტროს მიერ სამთვიანი ამნისტია იმ პირებისთვის, ვინც უკანონო ფარულ ჩანაწესებს ფლობდა იმისთვის, რომ უწყებაში მასალები წარედგინა.
“სამთვიანი ვადა გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს უკვე სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება უკანონოდ მოპოვებული ფარული ჩანაწერების შენახვა”, – აღნიშნა ბესელიამ.
“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გუშინ პრესკონფერენციაზე ხელისუფლებას ჯოჯოხეთის მოწყობით დაემუქრა და იმ ფარული ჩანაწერების გასაჯაროებას დაჰპირდა, რომელიც, მისი თქმით, ხელისუფლებამ საკუთარ მაღალჩინოსნებს გადაუღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები