ლევან ტაბიძეს პატიმრობა შეეფარდა
შს სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს ლევან ტაბიძეს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. ადვოკატმა ვლადიმერ გაბრიჩიძემ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაენთავისუფლებინათ, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
დღევანდელ პროცესზე სიტყვის თქმის შესაძლებლობა მიეცა ბრალდებულ ლევან ტაბიძეს, რომელმაც განაცხადა, რომ წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება.ლევან ტაბიძემ აღნიშნა, რომ ის მხოლოდ სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, ოთანაძის ნათესავებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია და არც ვინმესთვის აღუკვეთავს თავისუფლება უკანონოდ. ამასთან, ბრალდებულმა განაცხადა, რომ ოთანაძის ადგილსამყოფელზე ინფორმაციის სანაცვლოდ მისმა ნათესავებმა პირადად მისგან მიიღეს 30 000 ლარის ოდენობის ფულადი თანხა.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ლევან ტაბიძე 8 მაისს დააკავა. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ტაბიძემ ე.წ. მუხროვანის ამბოხისთვის ძებნილი პირების – ლევან ამირიძის, კობა ოთანაძისა და გია კრიალაშვილის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით, დაგეგმა და განახორციელა კობა ოთანაძის ნათესავებისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთა და მათი წამება.