შეირაღებული ძალების შემადგენლობაში სახმელეთო ჯარები აღარ იქნება
საქართველოს შეირაღებული ძალების შემადგენლობაში სახმელეთო ჯარები აღარ იქნება. აღნიშნული ცვლილება პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებშია დაგეგმილი.
“საქართველოს თავდაცვის შესახებ” კანონპროექტი თავდაცვის სამინისტრომ მოამზადა. ამასთან, საუბარია “მობილიზაციის შესახებ”, “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ”, “საჯარო სამსახურის შესახებ”, “საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ”, “ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ” კანონპროექტებზე.
არსებული ინფორმაციით, სახმელეთო ჯარების სარდლობის ნაცვლად, აღმოსავლეთ და დასავლეთ ოპერატიული სარდლობის ჩამოყალიბება იგეგმება, თუმცა შეიარაღებული ძალების შემადგენლობა ახალი კანონპროექტით განსაზღვრული არ არის.