ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, ველოგარბენი მოეწყობა

23 აპრილს, ზესტაფონში ველოსიპედის დღეს აღნიშნავენ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, 23 აპრილს, 15 : 00 საათზე, ველოსიპედის დღესთან დაკავშირებით, მამუკა ასლანიკაშვილის სანაპიროზე, ველოგარბენი მოეწყობა. ველორბოლაში მონაწილეობას მერიის, საკრებულოს, ა (ა) იპ – ის და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ.
ველოგარბენში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. სპორტული ღონისძიების მონაწილეები ვარინკა წერეთლის სახელობის სკვერიდან, სპორტის სასახლემდე არსებულ დისტანციას დაფარავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები