სპორტის სასახლეში “ნაციონალური მოძრაობის” წინასაარჩევნო ყრილობა მიმდინარეობს
სპორტის სასახლეში, ამ წუთებში, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წინასაარჩევნო ყრილობა მიმდინარეობს. ყრილობა ევროკავშირის ჰიმნით გაიხსნა. ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე დელეგატებმა საქართველოს ეროვნული დროშების გარდა უკრაინის და ევროკავშირის დროშები მიიტანეს.
ყრილობას პარტიის ლიდერები და თვითმმართველობის არჩევნებში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატები ესწრებიან. სპორტის სასახლეში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ: დავით ბაქრაძე, ხატია დეკანოიძე, გია თევდორაძე, თენგო გუნავა, ნიკა მელია და გიგი უგულავა.