პრემიერი ბათუმის პორტში აშშ-ის სამხედრო გემის შემოსვლას მიესალმება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმის პორტში აშშ-ის სამხედრო გემის „ტეილორის” შემოსვლას მიესალმება. როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, დღეს საქართველოში შემოვიდა აშშ-ის მე-6 ფლოტის სამხედრო გემი „ტეილორი”, რომლის პერსონალი გამოცდილებას გაუზიარებს საქართველოს სანაპირო დაცვას.
„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბათუმის პორტში მსგავსი ტიპის გემი შემოდის. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი სანაპირო დაცვის თანამშრომლებისთვის და რაც მთავარია, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოსა და აშშ-ს შორის მეგობრულ ურთიერთობას”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა სინანული გამოთქვა, რომ ბათუმში დაგეგმილ ღონისძიებებზე დასწრებას მთავრობის სხდომისა და ჯანდაცვის პროგრამის შედეგების პრეზენტაციის გამო ვერ ახერხებს. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ღონისძიებებს ბათუმში ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე და პარლამენტის წევრები დაესწრებიან.

[youtube url=”http://www.youtube.com/watch?v=QC-ah4S_BqM&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები