ფანჯიკიძე: NDI-ის თბილისის ოფისი ჩემში ნდობას არ იწვევს

NDI-ის თბილისის ოფისი ჩემში განსაკუთრებულ ნდობას არ იწვევს,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა. მისი თქმით, მას ძალიან მტკივნეულად ახსოვს ის 12%, რომელსაც NDI “ქართულ ოცნებას” არჩევნების წინ უწერდა.
“ისედაც ცხადია, რომ მას აქვს ნდობის ძალიან მაღალი ხარისხი და ის ყველას უყვარს. რაც შეეხება თავად კვლევებს, მე მათ მიმართ საერთოდ პესიმისტურად ვარ განწყობილი. მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა თავად ამ ინსტიტუტის მიმართ, მისი თბილისის ოფისი ჩემში განსაკუთრებულ ნდობას არ იწვევს, რადგან მე ჯერ კიდევ ძალიან მტკივნეულად მახსოვს ის 12%, რომელსაც NDI არჩევნების წინ “ქართულ ოცნებას” უწერდა, ხოლო შედეგი, მოგეხსენებათ, 65% იყო. აქედან გამომდინარე, ამ კვლევაზე სერიოზული და სხვა კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე NDI-ს დღეს გამოქვეყნებული კვლევის შეფასებისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები