მინისტრთა საქმიანობის რეიტინგშიც ალასანია ლიდერობს

NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა მინისტრების საქმიანობიდან ყველაზე კარგად თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას საქმიანობას აფასებს.
კითხვაზე, როგორ შეაფასებდით ქვემოთ ჩამოთვლილი მინისტრების საქმიანობას, გამოკითხულთა 5% ირაკლი ალასანიას საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს, 39% – კარგად, 36% – საშუალოდ, 5% -ცუდად, 0%-ძალიან ცუდად, 11%-მა პროცენტმა განაცხადა – არ ვიცი; ალასანიას შემდეგ, რეიტინგში ჯანდაცვისა და იუსტიციის მინისტრები არიან. გამოკითხულთა 4% იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს, კარგად- 31%; საშუალოდ – 39%; ცუდად – 10% ; ძალიან ცუდად – 1%; არ ვიცი – 13%;
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს საქმიანობას გამოკითხულთა 4% ძალიან კარგად აფასებს, 28%-კარგად, საშუალოდ – 41%; ცუდად- 7%; ძალიან ცუდად- 1%; არ ვიცი -17%;
საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის საქმიანობას გამოკითხულთა 3% ძალიან კარგად აფასებს, 28% – კარგად, საშუალოდ – 41%; ცუდად – 8%; ძალიან ცუდად – 1%; არ ვიცი- 16%; ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის საქმიანობას ძალიან კარგად გამოკითხულთა 2% აფასებს, კარგად- 29%; საშუალოდ – 41%, ცუდად – 12%; ძალიან ცუდად- 2%; არ ვიცი- 12%;
დავით ნარმანიას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის დროს გაწეულ საქმიანობას ძალიან კარგად 2% აფასებს, კარგად- 23%, საშუალოდ- 41%, ცუდად-10%, ძალიან ცუდად- 1%, 21%-მა უპასუხა-არ ვიცი.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ალექსი პეტრიაშვილის საქმიანობას ძალიან კარგად გამოითხულთან 2% აფასებს, კარგად -17%, საშუალოდ – 39%, ცუდად – 6%, ძალიან ცუდად – 0%, 34% – არ ვიცი;
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის საქმიანობას ძალიან კარგად გამოკითხულთა 1% აფასებს, კარგად – 19%, საშუალოდ 44%, ცუდად- 10%, ძალიან ცუდად-1%, არ ვიცი – 23%;
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ხათუნა გოგალაძის საქმინობას ძალიან კარგად აფასებს 1%, კარგად -14%, საშუალოდ – 40%, ცუდად – 9%, ძალიან ცუდად -1%, არ ვიცი – 34%;
შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის საქმიანობას გამოკითხულთა 1 % ძალიან კარგად აფასებს, კარგად 14%, საშუალოდ – 39%, ცუდად -10%, ძალიან ცუდად -1%, არ ვიცი – 33%;
სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის სოზარ სუბარის საქმიანობას გამოკითხულთა 1% ძალიან კარგად აფასებს, 19% – კარგად, 40% -საშუალოდ, 9% – ცუდად, 1% – ძალიან ცუდად; არ ვიცი-34%;
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის საქმიანობას გამოკითხულთა 1% ძალიან კარგად აფასებს, 12% -კარგად, 41%-საშუალოდ, 9% – ცუდად, 1% – ძალიან ცუდად; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის საქმიანობას ძალიან კარგად გამოკითხულთა 1% აფასებს, 12% -კარგად, 38% -საშუალოდ, ცუდად – 9%, ძალიან ცუდად -1%; არ ვიცი -34%;
სოფლის მეურნეობის მინისტრის შალვა ფიფიას საქმიანობას ძალიან კარგად გამოკითხულთა 1% აფასებს, კარგად -12%, საშუალოდ – 40%, ცუდად -11%, ძალიან ცუდად -1%, არ ვიცი – 32%; ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის დავით დარახველიძის საქმიანობას გამოკითხლუთა 1% ძალიან კარგად აფასებს, 11% -კარგად, 40% -საშუალოდ, 11% – ცუდად, 1% – ძალიან ცუდად, არ ვიცი – 33%; ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის საქმიანობას გამოკითხულთა 1% ძალიან კარგად აფასებს, 15% – კარგად, საშუალოდ – 43%, ცუდად -19%, ძალიან ცუდად – 3%. არ ვიცი -18%.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები