უმრავლესობისთვის მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომი პარტია “ქართულ ოცნებაა”

NDI-ის გამოკითხულთა უმრავლესობა მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიად “ქართულ ოცნებას” ასახელებს. კითხვაზე: “რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს?” “ქართულ ოცნებას” პირველ არჩევანად 42% ასახელებს, ხოლო მეორე არჩევანად – 4%. გამოკითხულთა 25% აცხადებს, რომ არც ერთი პარტია არ დგას მის შეხედულებებთან ახლოს.
“ერთიან ნაციონალურ მოძრობას” მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიად 12% ასახელებს. მეორე არჩევანის შემთხევაში კი, “ნაციონალურ მოძრაობას” 4% ასახელებს. NDI-ის გამოკითხულთა 7%-მა არ იცის, რომელი პარტია დგას მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს. გამოკითხულთა 4% აცხადებს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს კოალიცია „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა“ დგას. მეორე არჩევანის შემთხვევაში კოალიციას გამოკითხულთა 9% ასახელებს. “ლეიბორისტულ პარტიას” მასთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიად გამოკითხულთა 4% მიიჩნევს, მეორე არჩევანი – 7%-ია. გამოკითხულთა 33%-ს მეორე არჩევანი არ აქვს.
NDI-ს კვლევის საველე სამუშაოები 26 მარტიდან 18 აპრილის პერიოდში ჩატარდა და მის ფარგლებში 3 942 ადამიანი გამოიკითხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები