ნარმანია: NDI-ის რეიტინგები მეორე ტურის წინაპირობა არ არის

NDI-ის რეიტინგები მეორე ტურის არანაირი წინაპირობა არ არის, – ამის შესახებ კოალიცია “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ განაცხადა. როგორც “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა აღნიშნა, კოალიციის პროგრამის საზოგადოებამდე მიტანისთვის წინ მთელი 38 დღეა, რომლის განმავლობაში 150-მდე შეხვედრა ჩატარდება.
“ჩვენ დიდი ხანია ღრმად ვართ დარწმუნებული ჩვენს შესაძლებლობებში და, აქედან გამომდინარე, ის შედეგები, რაც მოცემულია ჩვენთვის, უცხო და ახალი არ არის. ის ადამიანები, რომლებიც ჯერჯერობით კითხვაზე პასუხს არ სცემენ, რა თქმა უნდა, ჩვენი პოტენციური მხარდამჭერები არიან, და როცა საარჩევნო კამპანია გადამწყვეტ ფაზაში შევა, სულ უფრო მეტად მოიმატებს ჩვენი რეიტინგი და მაჩვენებელი. ჩვენ ვიცით, რომ დამაჯერებელი და ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი გვექნება. ეს რეიტინგი არანაირი წინაპირობა არ არის მეორე ტურისა”, – აღნიშნა დავით ნარმანიამ. NDI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა თბილისის მერად დავით ნარმანიას ისურვებდა. შეკითხვაზე: “ვის ისურვებდით ყველაზე მეტად თბილისის მერად მათგან, ვინც არჩევნებში მონაწილეობს”, ნარმანიას სასარგებლოდ პირველი არჩევანს რესპონდენტთა 39% აკეთებს. გამოკითხულთა 20%-მა კითხვაზე პასუხი არ აცის, 13% ირჩევს – არც ერთს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები