პირველი არჩევანის შემთხვევაში, “ქართულ ოცნებას” გამოკითხულთა 48% მისცემდა ხმას

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის შედეგების ფარგლებში დასმულ კითხვაზე – ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას, გამოკითხულთა 60% აცხადებს, რომ მონაწილეობას მიიღებდა. იგივე შეკითხვაზე რესპონდენტთა 40 % აცხადებს, რომ ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, მონაწილეობას არ მიიღებდა.
რაც შეეხება შეკითხვას, ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 48% პირველ არჩევანად ასახელებს კოალიცია “ქართულ ოცნებას”, 19%-მა არ იცის, 12% ხმას “ნაციონალურ მოძრაობას” მისცემდა, შეკითხვაზე უარს აცხადებს 8%, 4% რეიტინგში “ქდმ”-ს სასარგებლოდაა, ასევე 4% “ლეიბორისტული პარტიის” სასარგებლოდ, არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმას რესპოდენტთა 3%. მეორე არჩევანის შემთხვევაში კი შედეგები ასეთია – “ქართული ოცნება”- 4%, “ნაციონალური მოძრაობა”- 3%, ქდმ – 9%, ლეიბორისტები -6%, მეორე არჩევანი არა აქვს 37%-ს.
გარდა ამისა, შეკითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებასთან ყველაზე ახლოს, ასევე პირველ არჩევანად გამოკითხულთა 42% ირჩევს კოალიცია “ქართულ ოცნებას”, 25% -არც ერთს, 12% -“ნაციონალურ მოძრაობას”, შეკითხვაზე პასუხი არ იცის 7%-მა, 4% “ქდმ”-ს ანიჭებს უპირატესობას, 4% პასუხზე უარს აცხადებს, ასევე 4% არჩევანს „ლეიბორისტული პარტიის“ სასარგებლოდ აკეთებს, მასთან ახლოს მდგომ პარტიებად კი რესპონდენტთა 2% დანარჩენ პარტიებს ასახელებს.
NDI-ს კვლევის საველე სამუშაოები 26 მარტიდან 18 აპრილის პერიოდში ჩატარდა და მის ფარგლებში 3 942 ადამიანი გამოიკითხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები