უილიამ ჰეიგმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა

   დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა. გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოლო შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან გამართა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, უილიამ ჰეიგმა ირაკლი ღარიბაშვილთან სამუშაო სადილის შემდეგ საქართველოში ვიზიტი შეაჯამა და აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრთან ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა.
“ჩვენ განვიხილეთ საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირსა და ნატოსთან. დიდი ბრიტანეთი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ორიენტაციის ძლიერი მხარდამჭერია. ჩვენ ველოდებით საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას. ვიმსჯელეთ ბიზნესის განვითრების შესაძლებლობებზე, რადგან სწორედ ძლიერი ბიზნესი ქმნის სამუშაო ადგილებს. ასევე განვიხილეთ რეგიონული ვითარება, რუსეთთან ურთიერთობა და უკრაინის მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები. საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას მთელ რიგ სფეროებში – განათლების, კულტურის, თავდაცვისა და მრავალი სხვა მიმართულებით”, – განაცხადა უილიამ ჰეიგმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები