პოლიტიკოსებს შორის ყველაზე მეტად ირაკლი ალასანია მოსწონთ

   ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევაში კითხვაზე – მოგწონთ თუ არ მოგწონთ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (96%) პატრიარქს აქვს. შემდეგ ადგილებს რეიტინგში პოლიტიკოსები ინაწილებენ. NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პოლიტიკოსებს შორის მოწონების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ირაკლი ალასანიას აქვს.
ალასანიას აღნიშნულ რეიტინგში დადებითი კუთხით 67%-იანი მაჩვენებელი აქვს, რესპონდენტთა 12%-ს ალასანია არ მოსწონს, 17%-ს კი მასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს. მოწონების რეიტინგში შემდეგი პოზიციები უკავიათ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც რესპონდენტთა 64%-ს მოსწონს, გამოკითხულთა 15%-ს კი არ მოსწონს; დავით უსუფაშვილი 61%-ს მოსწონს, 18%-ს კი არა; კახა კალაძე 51%-ს მოსწონს, 24%-ს კი არა; ბიძინა ივანიშვილი 51% მოსწონს და 24% – არა და დავით ბაქრაძე, რომელიც 51% მოსწონს, 30%-ს – არა. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კი გამოკითხულთა 46%-ს მოსწონს, არ მოსწონს 26%-ს, 23%-ს მასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს, 5% კი პასუხზე უარს აცხადებს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მოწონების რეიტინგი 23%-ია. მიხეილ სააკაშვილი აღნიშნულ გამოკითხვაში არ მოსწონს 54%-ს.
NDI-ს კვლევის საველე სამუშაოები 26 მარტიდან 18 აპრილის პერიოდში ჩატარდა და მის ფარგლებში 3 942 ადამიანი გამოიკითხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები