NDI: გამოკითხულთა უმეტესობა თბილისის მერად დავით ნარმანიას ისურვებდა

ეროვნულ -დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა თბილისის მერად დავით ნარმანიას ისურვებდა. შეკითხვაზე: “ვის ისურვებდით ყველაზე მეტად თბილისის მერად მათგან, ვინც არჩევნებში მონაწილეობს”, ნარმანიას სასარგებლოდ პირველი არჩევანს რესპონდენტთა 39% აკეთებს. გამოკითხულთა 20%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის, 13% ირჩევს – არც ერთს.
10% ხმას პირველ რიგში ნიკოლოზ მელიას მისცემდა, 9% – “ნინო ბურჯანაძე – ერთიან ოპოზიციას”, 4% პასუხზე უარს აცხადებს, 2% კი პირველ არჩევანად “ლეიბორისტულ პარტიას“ ასახელებს. სხვა პარტიების სასარგებლოდ გააკეთებდა არჩევანს გამოკითხულთა 3%.
NDI-ს კვლევის საველე სამუშაოები 26 მარტიდან 18 აპრილის პერიოდში ჩატარდა და მის ფარგლებში 3 942 ადამიანი გამოიკითხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები