გამოკითხულთა უმეტესობა ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად “ნაციონალურ მოძრაობას” ასახელებს

  ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” მიიჩნევს.
შეკითხვაზე რომელ პარტიას მიიჩნევს ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად, გამოკითხულთა 51% “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ასახელებს, შემდეგ ადგილს 8%-ით იკავებს “ქრისტიან-დემოკრატიული” მოძრაობა, მესამე პოზიცია კი 4%-ით ლეიბორისტულ პარტიას უჭირავს.
აღნიშნულ ჩამონათვალში 3%-ით მოხვდა მმართველი კოალიცია “ქართული ოცნებაც”. დანარჩენ პარტიებზე მოდის გამოკითხულთა 3%, 21% ირჩევს კატეგორიას – არც ერთი, 9%-მა კი პასუხი არ იცის.
NDI-ს კვლევის საველე სამუშაოები 26 მარტიდან 18 აპრილის პერიოდში ჩატარდა და მის ფარგლებში 3 942 ადამიანი გამოიკითხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები