სამხედრო ძალების სამობილიზაციო გეგმას პრეზიდენტის ნაცვლად მთავრობა დაამტკიცებს
სამხედრო ძალების სამობილიზაციო გეგმას პრეზიდენტის ნაცვლად მთავრობა დაამტკიცებს. თავდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ “მობილიზაციის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტს უკვე წარედგინა. აღნიშნულ კანონთან ერთად, პარლამენტში შესულია “საქართველოს თავდაცვის შესახებ” სრულიად ახალი კანონპროექტი, რომლითაც თავდაცვის სფეროში სხვადასხვა საკითხთან ერთად რეგულირდება პარლამენტის, პრეზიდენტის, ეროვნული უშიშროების საბჭოს, მთავრობის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებები.