შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ალექსანდრე ს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 13,6450 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 11,3253 გრ ჰეროინს შეიცავს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით). გამოძიებას ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=PRl_BaTWk1o&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]