სამხედრო ფორმის ტანსაცმლის უკანონოდ ტარება დასჯადი ხდება
საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ფორმის ტანსაცმლისა და განმასხვავებელი ნიშნების უკანონოდ ტარება ადმინისტრაციული წესით დასჯადი ხდება. შესაბამისი ცვლილებები “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შედის. ინიციატივა თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის, რომელიც განსახილველად პარლამენტს უკვე წარედგინა. პროექტის თანახმად, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს” ემატება ახალი მუხლი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ფორმის ტანსაცმლისა და განმასხვავებელი ნიშნების უკანონოდ ტარება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში პირს 200-ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს.