როგორ აღნიშნეს გიორგობა ავღანეთში ქართველმა ჯარისკაცებმა (ვიდეო)

  ავღანეთში, ISAF-ის მისიაში მონაწილე ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული აღნიშნეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სადღესასწაულო წირვა ბაზა „ლეზერნეკის“ ქართულ სამლოცველოში მოძღვარმა მამა ავთანდილმა აღავლინა. კაპელანმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და ISAF-ის მისიაში გარდაცვლილი ქართველი სამხედროების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების, II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედროებმა ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის სპორტული შეჯიბრებებიც გამართეს. გამარჯვებული სამხედრო მოსამსახურეები სიმბოლური საჩუქრებითა და სერთიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=nx7qtGQ5AKo&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები