სამხედრო მოსამსახურეები ეთნოგრაფიულ მუზეუმს ესტუმრნენ

 საქართველოს შეიარაღებულ ძალების მე-4 მექანიზებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმს ესტუმრნენ. თავდაცვის უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტი სამხედრო მოსამსახურეთა განათლების დონის ამაღლებაა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედროებმა ეთნოგრაფიულ მუზეუმში საქართველოს 14 ზონის ისტორიულ-ეთნოგრაფიული რეალობისთვის დამახასიათებელი ხუროთმოძღვრული ნიმუშები, სამეურნეო ნაგებობები და ეთნოგრაფიულ-მატერიალური კულტურის ამსახველი ექსპონატები დაათვალიერეს. ღონისძიება თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელობის ინიციატივით განხორციელდა.
სამხედრო მოსამსახურეებისთვის მსგავსი ტიპის კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები ინტენსიურად ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები