„რატომ აქვს მღვდელს გრძელი თმა და გრძელი წვერი?… თვითონაც არ იციან“

კინორეჟისორი გიორგი შენგელია სამღვდელოებას უპირისპირდება. შენგელაია გაზეთ „ქრონიკასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ სასულიერო პირებს არ აქვთ უფლება, პარლამენტში შეცვივდნენ და ვინმეს გამოყრით დაემუქრონ. მისივე თქმით, ანტიდისკრიმინაციული კანონი მისთვის სრულიად მისაღებია.
„ამიხსნის ვინმე, რატომ აქვს მღვდელს გრძელი თმა და გრძელი წვერი? ეს ნიშნავს, რომ ის იმყოფება უკიდურეს გლოვაში. თვითონაც არ იციან, რატომ აქვთ წვერი გაშვებული… ვის აბრმავებენ ეგენი? ჯერ გადმოვიდნენ ჯიპებიდან და მერე ისე ილაპარაკონ, უფრო დაუჯერებს ხალხი. კი, ჩემთვისაც შემზარავია, როცა ორი კაცი ერთმანეთს ტუჩებში ჰკოცნის და ამას მოსამართლე თუ სასულიერო პირი აკანონებს, მაგრამ ამას სისხლისღვრით ვერ შევაჩერებთ. მე მეჩვენება, რომ ჩვენი გააფთრებული წინააღმდეგობით ამათ პროპაგანდას ვეწევით“, – აცხადებს კინორეჟისორი გიორგი შენგელაია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები