ლევან იზორია: კონგრესმა „ჯაველინების“ გადმოცემასთან დაკავშირებით, დადებითი გადაწყვეტილება მიიღო

“ანტისატანკო სისტემის „ჯაველინების“ შესყიდვის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი წარმატება გვაქვს, გუშინ აშშ-ის კონგრესმა დადებითი გადაწყვეტილება მიიღო და მინდა, ყველას მოგილოცოთ ეს გადაწყვეტილება”, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ პარლამენტში მიმდინარე კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი წარმატება ანტისატანკო სისტემის „ჯაველინების“ შესყიდვის თვალსაზრისით. მიმდინარე წლის 29 მარტს მქონდა პატივი და მივმართე წერილობით აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს. საჯაროდ, თქვენ ამ გადაწყვეტილების შესახებ, გაიგეთ ნოემბერში. პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

მინდა დღეს პირველად გამცნოთ, რომ გუშინ კონგრესმა მიიღო დადებითი გადაწყვეტილება „ჯაველინების“ გადმოცემასთან დაკავშირებით, ხელთ მაქვს ორიგინალი. ეს არის იმ რეფორმების აღიარება, რომელიც თავდაცვის უწყებაში განხორციელდა. ეს იყო ერთ-ერთი წინაპირობა ამ სისტემის გადმოცემისა.

ეს არის საერთო, სახალხო, მთელი სახელმწიფოს მიღწევა და მინდა ყველას მოგილოცოთ ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები