თბილისში მშენებლობაზე უბედური შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

თბილისში, ერთ-ერთ მშენებლობაზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 25 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი დედაქალაქში მშენებლობაზე მუშაობდა.
მეგობრების თქმით, შემთხვევა გუშინ მოხდა. მომხდართან დაკავშირებით, გარდაცვლილის ახლობლებს ორი სხვადასხვა ინფორმაცია აქვთ. ერთის თანახმად, მშენებლობაზე დასაქმებული ახალგაზრდა მაღალი სართულიდან გადმოვარდა, მეორე ინფორმაციით კი, ამწეს რკინა-ბეტონის სამშენებლო კონსტრუქცია ჩამოუვარდა და ახალგაზრდა მამაკაცს დაეცა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები