გენერალურ შტაბში სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის სემინარი დაიწყო
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის ტრენინგი დაიწყო. როგორც „კვირას“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, სემინარს ნატოს გაერთიანებული ძალების სარდლობის „ბრუნსუმის“ (JFC Brunssum) ექსპერტთა ჯგუფი ატარებს.
სამი დღის განმავლობაში მომხსენებლები საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებისათვის ისეთ საკითხებზე გაამახვილებენ ყურადღებას, როგორიც არის სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების სპეციფიკა, მედიასთან ურთიერთობა, საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცრის როლი ნატოს სტრუქტურაში და სხვა. სემინარი ხელს უწყობს სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის გაძლიერებასა და სამხედრო მოსამსახურეების განათლების დონის კიდევ უფრო ამაღლებას.
სემინარს ორგანიზებასა და კოორდინაციას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტი უწევს.