კურსი „ეროვნული უსაფრთხოების ანალიზი“ დაიწყო

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIB) ორგანიზებით, „ეროვნული უსაფრთხოების ანალიზის“ კურსი იმართება.

კურსი DIB სკოლის დირექტორმა, თეა ნიკოლაშვილმა გახსნა და მონაწილეებს წარმატებები უსურვა. ტრენინგის მიზანს რეგიონული და საერთაშორისო მასშტაბით, თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის მიმოხილვა წარმოადგენს.

ხუთდღიანი ტრენინგის განმავლობაში, უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლები ექსპერტებისგან მსოფლიოში არსებული თანამედროვე გამოწვევების, უსაფრთხოების სისტემაში მიმდინარე ტენდენციების შესახებ ინფორმაციას მიიღებენ და ამ კონტექსტში სხვადასხვა ინსტიტუტისა და სამოქალაქო საზოგადოების როლს გაეცნობიან.

კურსის ფარგლებში საუბარი შეეხება შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას, ჰიბრიდული ომის სპეციფიკას, კონფლიქტების მოგვარების გზებს, საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობასა და ზოგადად, შეიარაღებული ძალების როლს ქვეყნის განვითარების პროცესში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები