ავტოსაგზაო შემთხვევას „კუკიაზე” 4 ახალგაზრდა ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევა „კუკიის” სასაფლაოსთან, 26 სექტემბერს გვიან ღამით მოხდა. ავარიის შედეგად 4 ახალაგაზრდა დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით დაღუპულები ძმები არიან.

ორი ძმა დათო და ტატო ხუნჯუები და ძმები ლევან და სერგო ლაშქარავები.

ტრაგედიასთან დაკავშირებით, გარდაცვლილების მეზობლები სოციალურ ქსელში წერენ, მათი ინფორმაციით, ახალგაზრდები დედების საფლავზე იმყოფებოდნენ.

როგორც „კვირას” შინაგან საქმეთა სამინისიტროში განუცხადეს მომხდარ ფაქტზე გამოძიება  სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები