საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტების გადაზიდვის ფაქტი გამოავლინა (ვიდეო)

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის – სიგარეტის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე, ერთი პირი იქნა მხილებული.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში ამოღებული იქნა სარეალიზაციოდ განკუთვნილი უცხოური წარმოების, სხვადასხვა დასახელების, საერთო ჯამში, 1 480 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე – 200 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 2 – დან 4 წლამდე.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვისა და რეალიზაციის ფაქტების გამოვლენას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები