ტყიბულსა და თერჯოლაში უფასო სამედიცინო აქცია მოეწყო
ტყიბულისა და თერჯოლის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის, ელგუჯა გოცირიძის ინიციატივითა და პატრონაჟით, ტყიბულსა და თერჯოლაში უფასო სამედიცინო აქცია მოეწყო.
0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს ლბორატორიულ-ინსტრუმენტალური გამოკვლევები და კონსულტაციები თბილისის პედიატრიული პრივატ კლინიკის სხვადასხვა პროფილის სპეციალისტებმა ჩაუტარეს.
ორივე რაიონის მასშტაბით, სამედიცინო მომსახურებით 1500-ზე მეტმა პაციენტმა ისარგებლა. აქციის ორგანიზატორების თქმით, მსგავსი ტიპის აქტივობები რაიონში მომავალშიც იგეგმება.