კასპში ნარჩენების შემკრები ახალი კონტეინერები დაიდგმება
შპს “კასპისკეთილმოწყობა” ქალაქში ნარჩენების გალვანიზირებულ ახალ ურნებს ალაგებს.
ქალაქში განთავსებული გალვანიზირებული ურნები ახალი ურნებით იცვლება, ხოლო არსებული ურნები დროებით პერიფერიებში განლაგდება.
“სულ 150 ცალამდე ურნა შეიცვლება”, – განაცხადა შპს “კასპისკეთილმოწყობის” დირექტორმა, გიორგი ხარატიშვილმა.