ქარიშხალმა გურიას მილიონობით ლარის ზარალი მიაყენა

ძლიერმა ქარმა გურია დააზარალა. ამჟამინდელი მონაცემებით, ზარალი რამდენიმე მილიონს შეადგენს. ნინო წილოსანი რეგიონში ჩასვლამდე, ტელეფონით ესაუბრა დაზარალებულ ოჯახებს. შექმნილ ვითარებას ის ადგილზე გაეცნობა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მიიღებს საჭირო ზომებს დაზარალებულთა დასახმარებლად. მანამდე ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარის ბიურო აქტიურად ეცნობა დეტალებს დაზარალებული ოჯახებისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის შესახებ.
„ქარმა, სამწუხაროდ, გურიის რეგიონი მნიშვნელოვნად დააზარალა. ლანჩუთსა და ჩოხატაურში 80-მდე სახლია დაზიანებული. სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის ადგილზე მუშაობს ყველა სამსახური. მე ყოველწუთიერი კონტაქტი მაქვს როგორც ოჯახებთან, ასევე, ბიუროსთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ვწუხვარ შექმნილი ვითარების გამო და მოსახლეობას ვპირდები, რომ სტიქიით მიყენებულ ზარალს მაქსიმალურად სწრაფ ტემპებში ავანაზღაურებთ“,- აღნიშნა ნინო წილოსანმა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები