ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება

ძლიერი ქარის შედეგად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
მოგლეჯილია ხეები ნაცატუში, ტყაიაში, ჩხორიაში, ინგირში, ზედაეწერში, რუხში, რიყესა და ჭკადუაშში.
მუნიციპალიტეტის გამგებლის ლაშა გოგიას ინფორმაციით, სპეციალური ჯგუფი უკვე შექმნილია და ვითარების გამოსასწორებლად საველე სამუშაოები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები