ავტობანზე მომხდარ ავარიას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ორსული ქალიც
ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი 7 თვის ორსული ქალია.
მომხდარში სამი ავტომობილი ფიგურირებს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა).
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.