აქციას – “სუფთად ევროპისკენ” ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი შეუერთდა

გარემოს დაცვის სამინისტროს აქციას, “სუფთად ევროპისკენ”  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი შეუერთდა.
როგორც “კვირას” მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, აქციის ფარგლებში, სამი ლოკაცია შეირჩა და 20 კილომეტრამდე ტერიტორია დასუფთავდა. კამპანიის – „სუფთად ევროპისკენ” ფარგლებში, დასუფთავების აქციაში ლაგოდეხში 200 – მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, კახა ჯამბურიამ, მუნიციპალიტეტში დასაქმებულმა საჯარო მოხელეებმა, სკოლის მოსწავლეებმა, მოქალაქეებმა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა. 22 აპრილს დასუფთავების აქცია საქართველოს 10 რეგიონის 74 მუნიციპალიტეტში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები