ხოვლეში, ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმის დეკორატიული ღობე შენდება
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში, აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახლ – მუზეუმის დეკორატიული ღობის მოწყობის სამუშაოები აქტიურ ფაზაში შევიდა.
როგორც “კვირას” მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, სამუშაოებს შპს „იმედი დიდუბე“ ასრულებს. პროექტის ღირებულება 57 757 ლარია, გარანტია კი ხუთი წელი.
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ინსპექტირებას შემსყიდველის მიერ შექმნილი ინსპექტირების ჯგუფი განახორციელებს.