მაშველებმა მდინარე ჭოროხზე ხუთი ადამიანი გადაარჩინეს

აჭარის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა მდინარე ჭოროხზე ხუთი ადამიანი გადაარჩინეს. ინციდენტი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეს ტერიტორიაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები მდინარის ქვა-ღორღისგან გაწმენდას ცდილობდნენ, ამ დროს წყლის დონემ მოიმატა და მათ სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, მოქალაქეები უსაფრთხო ადგილზე იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები