აჭარაში მომხდარ ავარიას მცირეწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც
აჭარაში, ქედაში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მომხდარ ავარიას მცირეწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინციდენტის შედეგად 5 ადამიანია დაშავებული. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.