გლდანის ხიდებთან ავტომანქანა ამობრუნდა
თბილისში, გლდანის ხიდებთან ავარია მოხდა. მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გარე განათების ბოძს დაეჯახა და ამობრუნდა.
შემთხვევის დროს, ავტომანქანაში მსხდომი 2 მგზავრი გადარჩა, თუმცა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტით მოძრაობის და ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.