მარნეულში თანამედროვე სტანდარტების ახალი ბიბლიოთეკა საზეიმო ვითარებაში გაიხსნა
დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტების საჯარო ბიბლიოთეკა საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. ლენტის გაჭრის ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, მხარის გუბერნატორმა, პაატა ხიზანაშვილმა და მუნიციპალიტეტის გამგებელმა, მერაბ თოფჩიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში ამ დრომდე არ არსებობდა ბიბლიოთეკა, გამომდინარე აქედან, მოქალაქეების სურვილის გათვალისწინებით და გამგებლის ინიციატივით, 2014 წელს, ოქტომბერში, ქალაქ მარნეულის ცენტრალურ ქუჩაზე რუსთაველის N71–ში მშენებლობა დაიწყო.