შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მერაბ მალანიამ, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორთან, ზვიად ქაწაშვილთან ერთად, თბილისში ახალი სასაწყობე შენობა – ანგარი გახსნა.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შენობა 981 კვ.მ. ფართზეა განთავსებული. იგი სრულად აკმაყოფილებს ტვირთის მიღებისა და დასაწყობების თანამედროვე სტანდარტებს.
მერაბ მალანიამ და ზვიად ქაწაშვილმა თბილისის სახანძრო-სამაშველო დანაყოფებს ავსტრიის ქალაქ ინსბრუკის სახანძრო სამსახურის მიერ საჩუქრად გამოგზავნილი სახანძრო მანქანები და აღჭურვილობა გადასცეს. მეხანძრე–მაშველებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასევე, ყოველდღიური ახალი სამუშაო ფორმები დაურიგდათ.
გასულ წელს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ სასაწყობე შენობა ქუთაისშიც გახსნა, რომელიც დასავლეთ საქართველოში არსებულ ყველა დანაყოფს ამარაგებს.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ თბილისში ახალი სასაწყობე შენობა გახსნა (ვიდეო)
